მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“2023 წლის ბიუჯეტი არ არის საკმარისად ორიენტირებული ქუთაისის სოციალური პრობლემების მოგვარებაზე”

“2023 წლის ბიუჯეტი არ არის საკმარისად ორიენტირებული ქუთაისის სოციალური პრობლემების მოგვარებაზე”

ქუთაისის საკრებულოს “საქართველოსთვის” დეპუტატმა ელეონორა არჩაიამ ქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, 2023 წლის ბიუჯეტი არ არის საკმარისად ორიენტირებული ქალაქის სოციალური პრობლემების მოგვარებაზე.

“მინდა გაგაცნოთ ჩვენი, პარტია “საქართველოსთვის” პოზიცია ქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტთან დაკავშირებით. ქალაქ ქუთაისის საკრებულოს მიერ წარმოდგენილი 2023 წლის ბიუჯეტი არ არის საკმარისად ორიენტირებული ქალაქის სოციალური პრობლემების მოგვარებაზე; ის აქამდე არსებული პროგრამების მხოლოდ ინერციული გაგრძელებაა, რომელიც წინა წლებში შეიქმნა და დღეს არსებულ ურთულეს გამოწვევებსა და საჭიროებებს შესაბამისად ვერ პასუხობს.

ამის გარდა, ბიუჯეტის შედგენის პროცესი არ ყოფილა ინკლუზიური; არ გაუთვალისწინებიათ ის ინიციატივები თუ წინადადებები, რომლებიც ჩვენ დავაყენეთ დოკუმენტზე მუშაობის დროს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქალაქის მოსახლეობისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი დადგენილება საზოგადოების არასაკმარისი ჩართულობის, მისი მონაწილეობის გარეშე შედგა. ამდენად, ყურადღების მიღმა დარჩა თანაქალაქელების აუცილებელი არაერთი საკითხი.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვემიჯნები არსებული სახით წარდგენილ ბიუჯეტს და მას მხარს არ ვუჭერ”, – აცხადებს ელეონორა არჩაია.

ქუთაისის საკრებულომ 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. სხდომათა დარბაზში ბოიკოტის ნიშნას არ იმყოფებოდნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები.

ერთადერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელმაც ბიუჯეტს მხარი დაუჭირა “სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენელი კობა გურული იყო.

კომენტარები