მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

2025 წლიდან საქალაქთაშორისო მიკროავტობუსებით მგზავრების გადაყვანა იკრძალება

2025 წლიდან საქალაქთაშორისო მიკროავტობუსებით მგზავრების გადაყვანა იკრძალება

მომავალი წლიდან საქალაქთაშორისო რეგულარული მგზავრთა გადაყვანა M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით (ავტობუსი) განხორციელდება.

ახალი რეგულაციის მიხედვით, რომელიც 2025 წლის 1 ივნისიდან შევა ძალაში, მიკროავტობუსებით მგზავრების გადაყვანა იკრძალება თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, ზუგდიდსა და თელავს შორის გადაყვანებს. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ქალაქების მიმართულებით მიკროავტობუსებით მგზავრების გადაყვანა ვეღარ მოხდება – ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს:

„საქართველოში საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანის რეფორმის ფარგლებში, 2025 წლის 1-ლი ივნისიდან, ძალაში შედის ვალდებულება, რომელიც გულისხმობს თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, ზუგდიდს, თელავს და ასევე, 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე შესაბამის დასახლებებს (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებას M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებით,“ – განაცხადეს  ეკონომიკის სამინისტროში.

კომენტარები