მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

21 დღე შოვის სტიქიიდან – 29 დაღუპული, 4 დაკარგული

21 დღე შოვის სტიქიიდან – 29 დაღუპული, 4 დაკარგული

რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურებიდან ზუსტად სამი კვირა გავიდა. 21 დღეა, სტიქიური მოვლენების ადგილზე სამძებრო სამუშაოები უწყვეტად გრძელდება.

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის ადგილას 29 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, ოთხ დაკარგულს კი კვლავ ეძებენ. საძიებო პროცესი გრძელდება მდინარეების – რიონის და ჭანჭახის კალაპოტებში, ასევე, მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე, სადაც მობილიზებულია, როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე, ცოცხალი ძალა და კინოლოგთა ჯგუფი.

სტიქიური მოვლენების ეპიცენტრში არსებული 30 ჰექტარზე ჩამოსული მიწის მასა მაშველებისა და სამართალდამცველების მიერ უკვე სრულად დამუშავებულია, თუმცა დაკარგულთა ოჯახის წევრების მოთხოვნით გარკვეული მონაკვეთების მეორედ შემოწმება მიმდინარეობს.

დღეს დილიდან ასევე ადგილზე ვერტმფრენებით მყინვარების დათვალიერება მიმდინარეობს, რადგან მსგავსი სტიქიური უბედურებები მომავალში თავიდან იყოს აცილებული.

კომენტარები