Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 596 ახალი შემთხვევიდან 563 იმერეთში დაფიქსირდა.
ამ დროისთვის იმერეთში საავადმყოფოებში 803 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
მძიმე პაციენტია 256, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 22 ადამიანი.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ჩატარდა 58 109 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 5 596 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 946 პირი, გარდაიცვალა – 47. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.63 %
კომენტარები