Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 24 საათში იმერეთში კორონავირუსის 1 440 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ამ ეტაპზე იმერეთში საავდმყოფოებში 1 038 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
მძიმე პაციენტია 376, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 26 ადამიანი.
დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარდა 32 470 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 9 400 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 18 770 პირი, გარდაიცვალა 34 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 28.95%.
კომენტარები