“ქართულმა ოცნებამ” დაარღვია ყველანაირი აქამდე არსებული სტერეოტიპი, მოხსნა ყველანაირი რეკორდი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი თევდორაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 26 ოქტომბერს ხელისუფლება მიიღებს ადეკვატურ პასუხს.
“ქართულმა ოცნებამ“ დაარღვია ყველანაირი აქამდე არსებული სტერეოტიპი, მოხსნა ყველანაირი რეკორდი და მიმდინარე არჩევნები ეს არის უზნეობის, პლინტუს ქვემოთ მორალის ძალიან მკაფიო მაგალითი. საკუთარ მოსახლეობას “ქართული ოცნება” ევაჭრება პირადობის მოწმობების ჩამორთმევით. საარჩევნო კამპანია, როდესაც ასეთ საქციელს ჩადის, ხელისუფლების წარმომადგენლობა და დღის წესრიგს ქმნის ხელისუფლება და მმართველი პარტია, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 26 ოქტომბერს ხელისუფლება მიიღებს ამაზე ადეკვატურ, ნათელ და სამართლიან პასუხს“, – განაცხადა გიორგი თევდორაძემ.
ქუთაისში, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ოფისის ფასადს საღებავები შეასხეს. შემთხვევა ავტოქარხნის დასახლებაში მოხდა.
კომენტარები