Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იმერეთში კორონავირუსის 50 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ამ ეტაპზე იმერეთში საავადმყოფოებში 74 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება 9 პაციენტი.
დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარდა 24 676 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 290 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 80 პირი, გარდაიცვალა 2 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 1.18%
კომენტარები