Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 986 ახალი შემთხვევიდან 118 იმერეთში დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე იმერეთში საავადმყოფოებში 970 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
მძიმე პაციენტია 334. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 30 ადამიანი.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 19 701 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 986 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 193 პირი, გარდაიცვალა – 71. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 5.0%
კომენტარები