27 წლის გოგო, რომელსაც ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. ანი პაპავა ხონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცხენისწყალმა გამორიყა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ცხედარი დღეს საღამოს რვა საათისთვის იპოვეს. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
ანი პაპავა ხუთი დღის წინ გაუჩინარდა. ინფორმაცია დაკარგვის შესახებ ახლობლებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბოლოს ის ქუთაისში დააფიქსირეს, საიდანაც მისი კვალი იკარგებოდა.
გარდაცვლილი სამეგრელოდან იყო.
კომენტარები