მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ჭიათურაში 3 ათასზე მეტი მაღაროელი საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას განაგრძობს

ჭიათურაში 3 ათასზე მეტი მაღაროელი საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას განაგრძობს

პროტესტის  მე-9  და შიმშილობის მე-3 დღე ჭიათურაში. 3 ათასზე მეტი მაღაროელი  საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას განაგრძობს. დასაქმებულები  კომპანიის მიერ შეთავაზებულ პირობებს აპროტესტებენ და არსებული წინადადებით მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ.

მათი თქმით, აქციები შეწყდება და მუშაობა განახლდება იმ შემთხვევაში  თუ დასაქმებულების ხელფასები გაიზრდება და პირობები გაუმჯობესდება.

მუნიციპალიტეტში ცენტრში შეკრებილი ათასობით მაღაროელი პერიოდულად ქალაქის ქუჩებში სხვადასხვა შეძახილებით  მსვლელობას მართავენ.

პროტესტის მონაწილეების გაფიცვის გამო, ყველა მაღარო  გაჩერებულია.

კომენტარები