ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი რიკოთზე ავარიაში მოჰყვა.
არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.
როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
“ინფო იმერეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
კომენტარები