საქართველოს რკინიგზა 9, 10 და 11 აგვისტოს სამგზავრო და სატვირთო მატარებლების მოძრაობას აჩერებს, მიზეზად მიმდინარე მოდერნიზაციის პროცესი სახელდება.
როგორც რკინიგზაში აცხადებენ, 249 მლნ დოლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში შენდება ახალი გვირაბები, სარკინიგზო ხიდები, რეაბილიტაცია უტარდება რამდენიმე ქვესადგურს და დასრულების შემდეგ, შემცირდება სამგზავრო მატარებლების გადაადგილების დრო.
სამგზავრო და სატვირთო მოძრაობა 12 აგვისტოდან სრულად აღდგება.
კომენტარები