მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“3 ივლისს შევიკრიბებით და არ დავიშლებით, სანამ არ დაიშლება ოლიგარქია!”

“3 ივლისს შევიკრიბებით და არ დავიშლებით, სანამ არ დაიშლება ოლიგარქია!”

მორიგი აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე 3 ივლისს, 20:00 საათზე გაიმართება. იქამდე აქციის მონაწილეები მთავრობას გადადგომის ვადას აძლევენ.

“თუ ბიძინა ივანიშვილი პირადად ყურად არ იღებს ქართველი ხალხის ნებას, ჩვენ მოვალთ კიდევ უფრო მეტი, ვიდრე ვართ დღეს, ვიდრე ვიყავით 20 ივნისს და ვანახებთ მათ ქართველი ხალხის რისხვას, რომელიც ჯერ კიდევ არ უნახავთ! მანამდე ჩვენ მივალთ ყველასთან, თქვენ მიხვალთ ყველასთან, ყველა უბანში, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში 3 ივლისამდე ჩვენ ვივლით და დავარწმუნებთ ადამიანებს სად სუფევს საქართველოს ხსნა და ერთად ავირჩევთ საქართველოს ხსნის გზას ოლიგარქის გარეშე!

ხოლო 3 ივლისს წამოვალთ ყველა ქალაქიდან, სოფლიდან, შევუერთებთ ერთმანეთს ნაკადებს და ავზვირთდებით თბილისში პარლამენტის წინ! და დავრჩებით აქ, არ დავიშლებით, სანამ არ დაიშლება ოლიგარქია!”, – განაცხადა “სირცხვილიას” წარმომადგენელმა შოთა დიღმელაშვილმა.

 

ფოტო: არჩილ გეგენავა

კომენტარები