Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 24 საათში იმერეთში კორონავირუსის 3 566 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ ეტაპზე იმერეთში საავადმყოფოებში 1 234 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
მძიმე პაციენტია 361, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 27 ადამიანი.
დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარდა 76 205 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 23 134 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 17 594 პირი, გარდაიცვალა – 33 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 30.36%.
კომენტარები