ახალი წლის დადგომამდე ერთი დღით 30 დეკემბერს, ქუთაისში, პრემიერ- მინისტრის ინიციატივის ფარგლებში, საახალწლო ღონისძიებები მთელი დღის მანძილზე გაიმართება.
ღონისძიები 14:00 საათზე დაიწყება.
15:00-16:10 საათზე ადგილობრივი ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები წარდგებიან ქუთაისელების წინაშე; 14:00 – 19:30 სთ-ზე კი – საახალწლო ბაზრობა (ადგილობრივი მეწარმეები, გლინტვეინი) გაიმართება;
საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში 15:00- 18:00 სთ-ზე მოსიარულე ორკესტრის კონცერტია დაგეგმილი.
15:00-18:00 სთ-ზე საბავშვო ღონისძიებები იგეგმება, (სახეზე მოხატვა, ელფები, სახელოსნოები, მასკოტები); 15:00-18:00 სთ-ზე – პატარები სანტა კლაუსთან ფოტოს გადაღებას შეძელებენ;
17:50 -18:30 სთ-ზე – ანსამბლ ,,შვიდკაცას“ კონცერტი ჩატარდება, 18:45 -20:00 სთ-ზე კიადგილობრივების წინაშე ნოდარიკო ხუციშვილის მუსიკალური ბენდი წარდგება;
დღის საზეიმო ღონისძიებებს საახალწლო ფოიერვერკი დაასრულებს.
კომენტარები