ხმაურია ქუთაისის ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან. 30 წლის პატიმრის ნიკა კენჭაძის ოჯახის წევრები და ახლობლები ციხის დირექტორთან შეხვედრას ითხოვენ.
პატიმრის ოჯახის თქმით, ახალგაზრდა კაცი ციხეში სასტიკად სცემეს, რომელიც უმძიმესი დიაგნოზით კლინიკა “ვივამედში” არის მოთავსებული.
ახლობლები პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციისგან პასუხებს ითხოვენ, ვინ დაესხა თავს ციხის საკანში ნიკა კენჭაძეს.
“ბიჭი არის სასტიკად ნაცემი, ფაქტობრივად სიკვდილამდე არის მიყვანილი ჩემი შვილი, თავის ქალა დეფორმირებული აქვს, როგორ შეიძლებოდა ეს დაზიანებები თვითონ მიეყენებინა?! ციხე კი არა სასაკლაოა, დირექტორთან ვითხოვთ შეხვედრას, თუმცა არავინ გვხვდება”, – აცხადებს პატიმრის მამა ბადრი კენჭაძე.
კომენტარები