მთავარიახალი ამბებისლაიდი

30 624 ლარი – ქუთაისის მერიაში ტუალეტის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადეს

30 624 ლარი – ქუთაისის მერიაში ტუალეტის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადეს

ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლება მერიის საპირფარეშოების რეაბილიტაციისთვის ტენდერს აცხადებს. 30 000 ლარზე მეტია გამოყოფილი მე-3 და მე-4 სართულების საპირფარეშოების რეაბილიტაციაზე.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 45 დღეში უნდა დაასრულოს.

“სამუშაოს შესრულების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს ხარისხიანი და აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმასა და სტანდარტს. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გამოყენებული მასალების ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატების, შესრულებული სამუშაოების და გამოყენებული მასალების ხარისხის დამადასტურებელი ლაბორატორიული კვლევის შედეგები, დასკვნების წარმოდგენა და მათი მიკვლევადობა”, – წერია სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ დოკუმენტში.

კომენტარები