თერჯოლაში, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, 31 848 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
როგორც თერჯოლის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ნაზი სირაძემ “ინფო იმერეთს” განუცხადა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 30 საარჩევნო უბანი იმოქმედებს.
“24 უბანი ელექტრონული იქნება, 6 უბანზე კი არჩევნები ტრადიციული მეთოდით ჩატარდება. 12 სექტემბრის მონაცემებით, გვყავს 31 848 ამომრჩეველი”, – განუცხადა “ინფო იმერეთს” ნაზი სირაძემ.
იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” არჩევნებამდე ყოველდღე რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტზე გიამბობთ და მოგიყვებით, სად რამდენი ამომრჩეველია და როგორი წესით ჩატარდება არჩევნები.
კომენტარები