Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იმერეთში 24 საათში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ ეტაპზე იმერეთში 626 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
მძიმე პაციენტია 133, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 18 ადამიანი.
დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარდა 9 671 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 365 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 9 790 პირი, გარდაიცვალა 32 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 14.11%.
კომენტარები