მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“4 წელი ისე გავიდა, გაუბედურებულ სახურავს ნორმალური დროებითი არ დაადგეს, აქ ყველანაირი “ვერ” გამორიცხულია”

“4 წელი ისე გავიდა, გაუბედურებულ სახურავს ნორმალური დროებითი არ დაადგეს, აქ ყველანაირი “ვერ” გამორიცხულია”

მეხუთე ზამთარი მოახლოვდა და 4 წელი ისე გავიდა, გაუბედურებულ სახურავს ნორმალური დროებითი ა რ (!) დაადგეს, აქ ყველანაირი “ვერ” გამორიცხულია, – ამის შესახებ “ევროპა ჩვენი სახლიას” დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი სოციალურ ქსელში გელათთან დაკავშირებით წერს.

მისივე თქმით, გუმბათი გადასახურია, კედლები კი შესაფუთი.

“საქმე არც იმაშია, რომ ვიღაც ამ ბოლო დროს იგებს ამბავს და ფოტოებით გვამცნობს რა მძიმე დღეში ყოფილა გელათი..

იქნებ 4 წლის მანძილზე გამოქვაბულის აღთქმა ჰქონდათ, ან 1000-ჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ერჩიათ და 4 წელი ვერ მოიცალეს მისასვლელად..

ვიღაც არჩევნებს დაელოდა, ხარჯი დაზოგა.. მერე მაინც ამოსასვლელი იქნებოდა იმის სათქმელად, რომ “ეს უნდა დასრულდეს!”

არჩევნები 2024-მდე არ უწევდა.

რესურსებს სწორი მართვა სჭირდება))

ვიღაც ამოდის, ხედავს და მაინც არ სჯერა, რომ რაღაც ცუდი დამართეს გელათს – “ხომ კეთდებაო”- გეტყვის.
ისეთებიც გვინახავს, სჯერათ, მაგრამ ხელს ამერიკელებისკენ იშვერენ, “მაგათ დააფინანსეს 600 000 $ -ით პირველად რეაბილიტაცია, ხომ იყო თავისთვის, რას ერჩოდნენო” – ერთმა გადმოგვიფრქვია კარგად ნაფიქრი და ინტელექტის სრული მოცულობით ნაწრთობი ბოდვა..

როგორც იტყვიან, ხალხი ჭრელია და გელათის შემყურეს მით უმეტეს გაგიჭირდება რაიმე გაგიკვირდეს ამ ქვეყანაში..

საქმე იმაშია, რომ მეხუთე ზამთარი მოახლოვდა და 4 წელი ისე გავიდა გაუბედურებულ სახურავს ნორმალური დროებითი ა რ (!) დაადგეს, აქ ყველანაირი “ვერ” გამორიცხულია.

სურათზე წარმოდგენილია დავით აღმაშენებლის შედევრი, სხუა ათინა და მეორე იერუსალიმი – რომლის სახურავში სველ შემავსებელს კირგარეული ცემენტით ალაგ-ალაგ სილიკონებით შეწებილი კრამიტი აქვს ზემოდან დათითხნილი, ამ კრამიტს თუნუქი ადევს და თუნუქს სანახევროდ გაკეთებული სამჯერ ვადაგადაცილებული და დღემდე ნაწილობრივ მოწყობილი “ახალი” დროებითი, რომელმაც 5-7 წელი უნდა დაიცვას ტაძარი ნალექისგან..

ტაძრის დასველების შემდეგ უკვე ნათელი იყო დღემდე, 4 წლის თავზეც მიუღწეველი პირველივე ამოცანა – კრამიტის მოხსნა – სველი შემავსებლისგან სახურავის გამოწმენდა და კედლების გამოშრობის ამგვარად ხელშეწყობა.

“მოხსნაზე” შლეგს ემსგავსებოდნენ 4 წლის წინ, ამბობდნენ “ხარვეზს” სახურავის ჯერ 2, შემდეგ 8 და ბოლოს 16 % ის ჩანაცვლება გამოასწორებსო..

მარტის თვისთვის რასაც დაგვპირდნენ დღემდე დაუსრულებელია.

გუმბათი გადასახურია,

კედლები შესაფუთი..

სტაბილურად მშრალი სეზონი მორჩა,

მეხუთე ზამთარი 2 თვეში დადგება.

სინამდვილეში სურათზე საქართველოა.

ზუსტად ისეთი, როგორი ახლაა ეს ქვეყანა, ყოველმხრივ..” – წერს ბარათაშვილი.

კომენტარები