მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

407 ახალი ინფიცირებული, 283 მძიმე პაციენტი – კოვიდსტატისტიკა იმერეთში

407 ახალი ინფიცირებული, 283 მძიმე პაციენტი – კოვიდსტატისტიკა იმერეთში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევიდან 407 იმერეთში დაფიქსირდა.

ამ ეტაპზე იმერეთში საავადმყოფოებში 751 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

მძიმე პაციენტია 283, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 28 ადამიანი.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ჩატარდა 40 377 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 805 პირი, გარდაიცვალა – 32. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.51%.

კომენტარები