მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

493 ახალი ინფიცირებული, 437 მძიმე პაციენტი – კოვიდსტატისტიკა იმერეთში

493 ახალი ინფიცირებული, 437 მძიმე პაციენტი – კოვიდსტატისტიკა იმერეთში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 979 ახალი შემთხვევიდან 493 იმერეთში დაფიქსირდა.

ამ ეტაპზე იმერეთში საავადმყოფოებში 1 236 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

მძიმე პაციენტია 437, ხელოვნური სუნთქვის აპარატაზე იმყოფება 32 ადამიანი.

დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 47 937 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 979 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 470 პირი, გარდაიცვალა-53. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 6.21%

კომენტარები