ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, “პრესის სახლის” ყოფილი შენობის გვერდით, სკვერი მოუვლელია.
სკვერში 5 ძელსკამი დგას, აქედან 3-ზე დაჯდომა შეუძლებელია.
მოსახლეობის თქმით, ადგილზე ადგილობრივები მსუბუქ ნარკოტიკულ საშუალებასაც მოიხმარენ.
“ძალიან რთული მდგომარეობაა ამ სკვერში, არავინ აქცევს ყურადღებას. 5 ძელსკამიდან 3-ზე ვერ დაჯდები, ასევე სავსეა სკვერი ბოთლები, რომლითაც მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ არიან”, – ამბობენ ადგილობრივები.
კომენტარები