მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“5 წუთი რომ დაეგვიანებინათ, რამდენიმე სახლს ცეცხლი გადაედებოდა” – ხანძარი ქუთაისში

“5 წუთი რომ დაეგვიანებინათ, რამდენიმე სახლს ცეცხლი გადაედებოდა” – ხანძარი ქუთაისში

ქუთაისში, ჭახათას დასახლებაში ხანძარი ლიკვიდრებულია. არსებული ინფორმაციით, დამწვარია 5 ათასი კვ. მეტრი ფართობი.

ცეცხლი ბალახის საფარს გაუჩნდა.

მოსახლეობის თქმით, სანამ მაშველები ადგილზე მივიდნენ, ისინი ცეცხლის ჩაქრობას საკუთარი ძალებით ცდილობდნენ.

“5 წუთი რომ დაეგვიანებინათ, რამდენიმე სახლს ცეცხლი გადაედებოდა, ასევე იყო საფრთხე, რომ წიწვოვანი ტყე დამწვარიყო. ღმერთმა გადაგვარჩინა , – ამბობს ადგილობრივი.

ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

კომენტარები