გაფიცული მაღაროელები დღეს ჭიათურიდან დედაქალაქში გადაინაცვლებენ. აქცია პარლამენტის შენობის წინ გაგრძელდება. ორგანიზატორების თქმით, 50-მდე მაღაროელი შიმშილობას საკანონმდებლო ორგანოს წინ დაიწყებს.
“ჩვენთვის მიუღებელი და დამამცირებელი კომპანიის მხრიდან გაკეთებული განცხადება ხელფასის 5%-ით გაზრდის შესახებ. ამიტომ მივმართავთ პროტესტის ამ ფორმას”, – განაცხადა აქციის მონაწილემ ტარიელ მიქაცაძემ.
აქცია თბილისში, პარლამენტთან 16:00 საათზე გაიმართება.
მაღაროელები კომპანიისგან ხელფასის გაზრდას და ახალი გრაფიკის გადახედვას მოითხოვენ. რამდენიმე შეხვედრა გაფიცულებს და კომპანიის წარმომადგენლებს შორის უშედეგოდ დასრულდა. მედიაციის პროცესში სახელმწიფოს წარმომადგენელია ჩართული.
მაღაროელთა გაფიცვა მე-14 დღეა, გრძელდება. ათი გაფიცული 8 დღეა, შიმშილობს.
გუშინ კი გაფიცულმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა. აქციის მონაწილემ აღნიშნული გადაწყვეტილება შიმშილობის მე-8 დღეს მიიღო.
კომენტარები