Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 486 ახალი შემთხვევიდან 563 იმერეთში დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე საავადმყოფოებში 774 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
მძიმე პაციენტია 254, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 25 ადამიანი.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 57 546 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 5 486 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 893 პირი, გარდაიცვალა – 46. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 9.53 %
კომენტარები