ქუთაისელმა სპორტსმენმა ზვიად პატარიძე საკუთარი გამარჯვება მის გარდაცვლილ მეგობარს საბა გაბუნიას მიუძღვნა.
“საბუნიაა შენს სახელზე 6 ოქროს მედალი ეძღვნება შენს ვაჟკაც სულს და შენს სიყვარულს”, – წერს ზვიად პატარიძე.
ქუთაისელმა სპორტსმენმა საკუთარი გამარჯვება, მის გარდაცვლილ მეგობარს საბა გაბუნიას მიუძღვნა.
ქართველმა სპორტსმენმა დაღუპულის ხსოვნის პატივსაცემად, მეგობრის გამოსახულებიანი მაისური ჩაიცვა.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზვიად პატარიძე ესპანეთის გრან პრის გამარჯვებული გახდა.
ქუთაისელმა ფალავანმა ოქროს მედალი 130 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოიპოვა.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, მადრიდში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე – ესპანეთის გრან პრიზე, ოქროს მედალი 6 წონით კატეგორიაში მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.
კომენტარები