Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 410 ახალი შემთხვევიდან 776 იმერეთში დაფიქსირდა.
ამ დროისთვის იმერეთში საავადმყოფოებში 1 309 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
მძიმე პაციენტია 500, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 34 ადამიანი.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 37 714 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 410 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 732 პირი, 46 ადამიანი გარდაიცვალა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.04%
კომენტარები