მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“8 მილიონი ლარი გადაურიცხეს კომპანიას, რომელმაც ამ დროის განმავლობაში მხოლოდ 25 ასწლოვანი ხე მოჭრა”

“8 მილიონი ლარი გადაურიცხეს კომპანიას, რომელმაც ამ დროის განმავლობაში მხოლოდ 25 ასწლოვანი ხე მოჭრა”

25 მოჭრილი ხე 8 მილიონის სანაცვლოდ – ქუთაისის ბულვარში გაჭიანურებულ რეაბილიტაციას “ნაციონალური მოძრაობის“ აპროტესტებს.

ენმ-ის დეპუტატის გიგა შუშანიას თქმით, 6 თვეზე მეტია, პროექტის გამოქვეყნებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.

“6 თვეზე მეტი გავიდა ჩვენი ბრიფინგიდან, სადაც პროექტის გამოქვეყნებას ვითხოვდით, მაგრამ მხოლოდ სურათები გამოაქვეყნეს. უკვე 8 მილიონი ლარი გადაურიცხეს კომპანიას, რომელმაც ამ დროის განმავლობაში მხოლოდ 25 ასწლოვანი ხე მოჭრა. გაურკვეველია რაში დახარჯეს 8 მილიონი ლარი. ქუთაისის მერიის ფანჯრებიდან ჩანს, რა მდგომარეობაშია და როგორაა გაუბედურებული ბულვარი, თუმცა ერთხელ არ გადმოსულან და არ დაუხედავთ ამ სამუშაოებისათვის.

გაასაჯაროონ ამ პროექტის დეტალები, მუშაობის გრაფიკი, რა სახის სამუშაოები ტარდება და ჩვენ პირადად, “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები მზად ვართ 24-საათიან რეჟიმში ჩავერთოთ ამ პროექტის მონიტორინგში“ , – განაცხადა გიგა შუშანიამ.

კომენტარები