მთავარიახალი ამბებისლაიდი

“შეეცადნენ შეეთხზათ ბინძური მითი, რომელიც ღირსებით მცხოვრები კაცის იმიჯს დამინგრევდა”

“შეეცადნენ შეეთხზათ ბინძური მითი, რომელიც ღირსებით მცხოვრები კაცის იმიჯს დამინგრევდა”

“ნაცმოძრაობა” შეეცადა შეეთხზათ ბინძური მითი, რომელიც ღირსებით მცხოვრები კაცის იმიჯს დამინგრევდა, თუმცა არაფერი გამოუვიდათ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) პროექტების “DRIVE DEMOCRACY” ორგანიზებით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“გასაგებია, არჩევნებში გამარჯვების მოჭარბებული სურვილი ყველაფერზე წასვლისა და ყველაფრის კადრების მზადყოფნაში აყენებთ, მაგრამ ის მტკნარი და ბინძური სიცრუე, რაც ჩემ მიმართ შეთხზეს, ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ნაძირალა ადამიანების პრინციპია, როცა მიზნად ისახავენ, ადამიანი მდგომარეობიდან გამოიყვანონ, აბრალებენ ზუსტად იმას, რასაც მთელი ცხოვრება თვითონ ებრვის ან რასაც ძალიან უფრთხილდება. მთელი ცხოვრება ღირსეულად ვიცხოვრე, შვილებსაც ვცდილობ მივცე წესიერებისა და პატიოსნების პირადი მაგალითი და სწორედ ამ ღირსებაზე შეეცადნენ სიბინძურით დაერტყათ.

თემაც შემთხვევითი არ არის – პიარის ძირითადი პრინციპით არის გათვლილი: ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე, უამრავი თანაქალაქელი ბავშვობიდან დღემდე მიცნობს და მახასიათებს როგორც წესიერ და პატიოსან კაცს. “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები შეეცადნენ, სწორედ ამ პიროვნული მახასიათებლების გასანეიტრალებლად შეეთხზათ ბინძური მითი, რომელიც მათი აზრით, ღირსებით მცხოვრები კაცის იმიჯს დამინგრევდა და გამინადგურებდა, თუმცა არაფერი გამოუვიდათ, რადგან ამ ქალაქში მხოლოდ გაეცინათ მათ მდაბიურ ცილისწამებაზე. მაგრამ მე მყავს შვილები. ჩემი ოჯახით ამ ქალაქში ვაპირებ ცხოვრებას და ყველაფერს გავაკეთებ კანონის ფარგლებში, რომ ჩემს შვილებს მისხალი უხერხულობის განცდა არ დარჩეთ მამის მიმართ ამ ბინძური ცილისწამების გამო!“ – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან.

კომენტარები