მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ქუთაისის ისტორიულ ცენტრში სკვერი შემოღობეს მასში ხუხულის ჩასადგმელად”

“ქუთაისის ისტორიულ ცენტრში სკვერი შემოღობეს მასში ხუხულის ჩასადგმელად”

კვირაზე მეტია, ქუთაისის ისტორიულ ცენტრში სკვერი შემოღობეს მასში ხუხულის ჩასადგმელად. ყველა დუმს! – ამის შესახებ “ევროპა შენი სახლიას” დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“კვირაზე მეტია, ქუთაისის ისტორიულ ცენტრში სკვერი შემოღობეს მასში ხუხულის ჩასადგმელად, ყველა დუმს!

სუს-ს თუ სადმე ეკუთვნის საახალწლო პრემიები, პირველ რიგში ჩემს ქალაქში, სადაც არჩევნებიც წაგვართვეს, ქონებებსაც თავის ჭკუაზე ინაწილებენ, ქალაქს ძირს უთხრიან და ამ იდილიაში კოღოს წუილს გაიგონებ…

პრინციპში ეს რომ ისტორიისთვის ნაცნობი დუმილია, ამაზე სხვა პოსტში, მაგრამ ამ განცხრომაში სხვა ელიტებთან ერთად გამოსაყოფია, ე.წ. ნეობაღისკიდის საზოგადოება, “სამოქალაქო სექტორი”, რომელიც ხმას მხოლოდ მაშინ იღებს, როცა ხელისუფლებას სჭირდება..
სურათებს, ხელისუფლების ორგანიზებით გამართულ კარნავალებზე..

წუმპე”,- წერს თორნიკე ბარათაშვილი.

 

კომენტარები