ქუთაისის საკრებულოს სხდომის ხანგრძლივობით ქალაქის საკრებულოს წევრების ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს.
დეპუტატ თეა ჯუღელმა სხდომათა დარბაზში დეპუტატებს მიმართა, რომ დროულად დასრულდეს ბიუჯეტის განხილვა.
“6 საათია აქ ვარ, დროულად დავამთავროთ ხალხო, 9 თვის ბავშვის დედა ვარ”, – განაცხადა სახელისუფლებო პარტიის საკრებულოს წევრმა თეა ჯუღელმა.
ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობენ.
ქალაქის 2022 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დასამტკიცებელი თანხა 89 876 000 ლარის შეადგენს.
კომენტარები