სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება, სადაც იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე ამტკიცებს, რომ 2020 წელს პირველი ქართული ელექტრომობილი იქნებოდა გამოშვებული.
რეგიონის პირველმა პირმა განაცხადა, რომ ეს აუხდენელი ოცნება არ არის.
“გვექნება შესაძლებლობა, რომ 2020 წლის დასაწყისში უკვე პირველი ქართული ელექტრომობილი გამოვიდეს. მე არ ვთვლი, რომ ეს არის შორეული მომავალი და აუხდენელი ოცნება”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ ტელეკომპანია “მეგა ტვ”- ის ეთერში, 2019 წელს.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ელექტრომობილების ქარხნის ამოქმედება აღარ იგეგმება და როგორც ეკონომიკის მინისტრი ამბობს, მის ნაცვლად ელექტრობატარეების წარმოება დაიწყება.
კომენტარები