ქალაქ ატირაუსა და აქტაუს მიმართულებით გაუქმებული რეისების მგზავრები დახმარებას ითხოვენ.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შეკრებილი არიან ყაზახეთის მოქალაქეები, რომლებიც მე-5 დღეა, სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხერხებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთის მიმართულებით გეგმიური რეისები ორი დღეა, აღდგა, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გაუქმებული რეისების მგზავრები არიან, ადგილები არ არის.
ისინი ავიაკომპანიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და მათთვის სპეცრეისის გამოყოფას მოითხოვენ.
კომენტარები