მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“სოლიდარობა გია ხარჩილავას” – საზოგადოება ერთადერთი ოპოზიციონერი მერის მხარდასაჭერად ერთიანდება

“სოლიდარობა გია ხარჩილავას” – საზოგადოება ერთადერთი ოპოზიციონერი მერის მხარდასაჭერად ერთიანდება

საზოგადოება ერთადერთი ოპოზიციონერი მერის მხარდასაჭერად ერთიანდება, რადგან მის მიმართ გავრცელებული დეზინფორმაციები ოპოზიციონერი მერის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

პარტიის მხარდამჭერის დუტა პეტრიდისის განცხადებით, ამ დღეებში გავრცელებული ცრუ ინფორმაცია თითქოს გია ხარჩილავა ტოვებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, სიმართლეს არ შეესაბამება და აღნიშნული დეზინფორმაცია მის დისკრედიტაციას ემსაუხრება, რაც სოლიდარობას იწვევს საზოგადოებაში.

“ქოცებს“ მინდა ავუხსნა, რომ წალენჯიხაში მოპოვებული მმართველობის კოალიციური მოდელი, რომელიც საქართველოში ერთადერთია, არის მუნიციპალიტეტის და ქვეყნის საკეთილდღეოდ გადადგმული ნაბიჯი და არა ღალატი, გაუტანლობა, ორგულობა, რომელიც თქვენ ყოველ ნაბიჯზე გელანდებათ.

ძალიან ბევრს ველოდებით ბატონ გიასგან და ის გასაკეთებელს გააკეთებს. მის სიბრძნესა და გონიერებაზე მიუთითებს ის, რომ ყველა შანსს იყენებს საქმის გასაკეთებლად.

ბატონი გია რჩება ენმ-ის ერთგული და თავისი სიმართლით, უღალატობით და პრინციპულობით მჯერა, ბევრს გააკეთებს, საზოგადოება კი მის მხარდასაჭერად და სოლიდარობის მიზნით კიდევ უფრო გაერთიანდება“, – აცხადებს დუტა პეტრიდისი.

კომენტარები