ქუთაისში პოლიციამ წინააღმდეგობის გაწევის გამო სოციალურად დაუცველი თამთა დოლაბერიძე მცირეწლოვანი შვილების თვალწინ დააკავა.
შემთხვევა წუხელ მოხდა. დაკავებულის შვილი სამართალდამცველებს ადანაშაულებს. მისი თქმით, პოლოცია მათთან გვიან ღამით შევიდა და ჩხრეკა დაიწყო, რასაც ოჯახის წევრების წინააღმდეგობა მოყვა.
დაპირისპირების გამო თამთა დოლაბერიძე შვილების თვალწინ დააკავეს, მისი ორი არასრულწლოვანი შვილი კი თავშესაფარში გადაიყვანეს.
მომხდარის ამსახველ კადრებს დაკავებულის შვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს და დახმარებას ითხოვს.
მისი თქმით, უცნობია, დედამისი სად იმყოფება.
პოლიციაში დამატებით კითხვებს არ პასუხობენ და აცხადებენ, რომ მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
კომენტარები