აუდიტის ანგარიშის თანახმად, 2019-2020 წლებში სამტრედიის მერიამ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხები ვერ აითვისა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ძირითადად ვერ დასრულდა და დაგვიანდა საგზაო ინფრასტრუქტურის, სკოლების, სპორტული მოედნების და სხვა ობიექტების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები.
“საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტი ფლობდა მნიშვნელოვანი მოცულობის საბიუჯეტო ნაშთებს, კერძოდ, 2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტს ბალანსზე ნაშთის სახით ერიცხებოდა 5,714,8 ათასი ლარი, 2019 წლისათვის დაიგეგმა ნაშთის სრულად ათვისება, თუმცა ნაშთის ცვლილებით გამოწვეულმა ფულადი სახსრების გამოყენებამ 2,705.8 ათასი ლარი შეადგინა.
შესაბამისად, პერიოდის ბოლოს დაფიქსირდა 3,009.0 ათასი ლარის ნაშთი, საიდანაც 1,392.0 ათასი ლარი თავისუფალი ნაშთია. 2020 წელს მუნიციპალიტეტმა დაგეგმა 2,974.3 ათასი ლარის ათვისება, თუმცა დააგროვა 492.3 ათასი ლარი. საბოლოოდ, წლის ბოლოსათვის საბიუჯეტო ნაშთმა 3,501.3 ათასი ლარი შეადგინა, საიდანაც 896.9 ათასი ლარი თავისუფალი ნაშთია“, – აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.
კომენტარები