Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 24 საათში იმერეთში კორონავირუსის 450 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ამ ეტაპზე იმერეთში საავადმყოფოებში 1 213 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მძიმე პაციენტია 425, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 24 ადამიანი.
დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარდა 9 688 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 028 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 22 517 პირი, გარდაიცვალა -21, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 41.58%
კომენტარები