“ფაიზერი” და „მოდერნა“ ეს ორი კომპანია მუშაობს ომიკრონადაპტირებულ ვაქცინაზე. ისინი არიან კლინიკური კვლევის ბოლო ფაზებში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ისაუბრა.
“ფაიზერის“ ბუსტერს დამცველობითი უნარი მთავარი გართულებებისგან აქვს. ჩვენ მიერ გაანალიზებული იანვარი-თებერვლის მონაცემებით, 40-დან 50%-ში ბუსტერი ვისაც ჰქონდა გაკეთებული და „ომიკრონი“ დაემართა გართულებები ნაკლები იყო. ქვეყანა ელოდება ახალ ანტივირუსულ წამალს. არის „ფაიზერის“ ინოვაციური პრეპარატი, რომელსაც გართულებებისგან 90%-იანი დაცვა აქვს. მოლაპარაკებები მიდის და უკვე დაზუსტებულია, რომ ქვეყანამ ეს პრეპარატი უნდა მიიღოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კომენტარები