Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 24 საათში იმერეთში კორონავირუსის 2 233 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ამ ეტაპზე იმერეთში საავადმყოფოში 1 193 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
მძიმე პაციენტია 422, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 28 ადამიანი.
დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარდა 50 058 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 15 315 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 10 894 პირი, გარდაიცვალა – 55. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 30.59%.
კომენტარები