მთავარიახალი ამბებისლაიდი

გოგი წულაიამ საქართველო დატოვა

გოგი წულაიამ საქართველო დატოვა

პარტია “ახალი ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ გოგი წულაიამ საქართველო დატოვა.

როგორც პოლიტიკოსმა საინფორმაციო სააგენტო „ინფო იმერეთს“ განუცხადა, ის საფრანგეთში სამკურნალოდ გაემგზავრა.

მისივე თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულად შეარყია ციხეში რამდენიმეკვირიანმა შიმშილობამ, რის გამოც მკურნალობა სჭირდება.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არ გაორიცხავს, რომ თუ საქართველოში რეპრესიები გაგრძელდა, რომელიმე ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს.

სამართალდამცველებმა გოგი წულაია გასული წლის 17 მარტს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს. ის საპატიმროდან 1 ივლისს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, იქამდე კი პოლიტიკოსმა ციხეში რამდენიმე კვირის განმავლობაში იშიმშილა.

კომენტარები