მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

601 ახალი ინფიცირებული, 370 მძიმე პაციენტი – 21 თებერვლის კოვიდსტატისტიკა იმერეთში

601 ახალი ინფიცირებული, 370 მძიმე პაციენტი – 21 თებერვლის კოვიდსტატისტიკა იმერეთში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში იმერეთში კორონავირუსის 601 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

ამ ეტაპზე იმერეთში საავადმყოფოებში 1 018 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

მძიმე პაციენტია 370, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 26 ადამიანი.

დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარდა 18 351 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 775 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 19 242 პირი, გარდაიცვალა 32 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 26.02%

კომენტარები