“აი, ფაქტის“ ინფორმაციით, DMO იმერეთმა სამტრედიის მერიისგან 21 000 ლარი მიიღო.
2019 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტმა DMO იმერეთი 7.6 ათასი ლარით, 2020 წელს − 13.4 ათასი ლარით დააფინანსა, თუმცა, როგორც ჩანს, DMO-ს სამტრედიაში ტურიზმის განვითარებისთვის არაფერი გაუკეთებია.
მერიაში ვერ ასაბუთებენ, რა სარგებელი მიიღეს დახარჯული თანხების სანაცვლოდ. ამაზე აუდიტის სამსახური წერს.
“21 ათასი ლარის ხარჯის მიზანშეწონილობა ვერ იქნა დასაბუთებული”, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.
ააიპ-ი იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია 2019 წელს, ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ბაზაზე შექმნეს. ორგანიზაციას საკუთარი შემოსავლებიც აქვს, მაგრამ იმერეთის მუნიციპალიტეტებიც აფინანსებენ.
კომენტარები