ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის გიგა შუშანიას განცხადებით, ქუთაისის მერი “პატრიოტთა ალიანსის” წევრებს სკვერში შენობის აშენების უფლებას აძლევს.
მისივე ინფორმაციით, საკითხი საკრებულოს სხდომაზე ხვალ გავა.
„ქუთაისის მერი “პატრიოტთა ალიანსის” წევრებს სკვერში შენობის აშენების უფლებას აძლევს.
“ქართული ოცნება” სიტყვით გმობს “პატრიოტთა ალიანსის” მოღალატეობრივ ქმედებებს და ამის პარალელურად ქუთაისის მერი პატრიოტთა ალიანსის აღმასრულებელ მდივანს გოჩა თევდორაძეს და ქუთაისის საარჩევნო შტაბის უფროსს ბესიკ ცქიფურიშვილს ქუთაისში, ბუხაიძის 24 ში არსებულ სკვერში 424 კვ.მ-ზე შენობის აშენების უფლებას (საკითხი ხვალ გავა საკრებულოს სხდომაზე) აძლევს.
ქუთაისის მერს არც მოსახლეობის პროტესტი აინტერესებს (კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მშენებლობას და სკვერის აღდგენას ითხოვენ), ოღონდ დავალება შეასრულოს.
P.S. განცხადება შემოატანინეს სხვა პიროვნებას, მაგრამ საჯარო რეესტრის ამონაწერიდან (მესამე სურათი) და ცვლილებებზე თანხმობებიდან კარგად ჩანს რომ 33%-33% სწორედ გოჩა თევდორაძის შვილის და ბესიკ ცქიფურიშვილის სახელზეა“, – წერს შუშანია.
კომენტარები