მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ქუთაისის მერიიდან იმ ხალხის ნაწილი, ვისაც ჩემს გაშვებაში მინიმუმ ირიბი წვლილი მაინც მიუძღვოდა, მექსიკის გავლით ამერიკაში ჩასულა“

“ქუთაისის მერიიდან იმ ხალხის ნაწილი, ვისაც ჩემს გაშვებაში მინიმუმ ირიბი წვლილი მაინც მიუძღვოდა, მექსიკის გავლით ამერიკაში ჩასულა“

ქუთაისის მერიიდან იმ ხალხის ნაწილი, ვისაც ჩემს გაშვებაში მინიმუმ ირიბი წვლილი მაინც მიუძღვოდა, მექსიკის გავლით ამერიკაში ჩასულა და იქ ალბათ, პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ალიმი ხერხაძე წერს.

“მეორედ ვწერ ამ თემაზე და უფრო საკუთარი მეხსიერებისთვის, ვიდრე სხვისთვის. 2018 წლის ახალი წელი რომ დგებოდა, მე და ჩემი მეუღლე ქუთაისის მერიაში განხორციელებულ ”რეორგანიზაციას” გადაგვაყოლეს და რეალური მიზეზი ჩვენი ,,კრიტიკული აზროვნება” გახდა.

თურმე ჩვენ პარტიულ პოლიტიკას ბოლომდე არ ვიზიარებდით და ,,ნამდვილები” არ ვიყავით.

დღეს ვნახე, რომ ქუთაისის მერიიდან იმ ხალხის ნაწილი, ვისაც ჩემი პარტიული სულისკვეთება არ მოსწონდა და ჩემს გაშვებაში მინიმუმ ირიბი წვლილი მაინც მიუძღვოდა, მექსიკის გავლით ამერიკაში ჩასულა და იქ ალბათ, პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს, ხელისუფლებამ შემავიწროვაო.

შეიძლება მატერიალურად გაგიჭირდეს, მაგრამ შიმშილმა იმდენად არ უნდა დაგიბნელოს გონება, რომ მორალურობის და კაცობის ფსკერი გაგახვრეტინოს და შენს ნაკეთებ საქმეს და ნაქადაგებ სიტყვას რადიკალურად დაგაპირისპიროს.

ლელა კაკულიასი არ იყოს, ვხედავ, ბევრი ,,ნამდვილი” ეძებს კიდევ გზას მექსიკისკენ და ბევრი მოითხოვს ,,პოლიტიკურ თავშესაფარს” აშშ-ში”, – წერს სოციალურ ქსელში ალიმი ხერხაძე.

კომენტარები