ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში ამიაკის გაჟონვის შედეგად მუშები მოიწამლნენ.
დაშავებული 2 მუშა სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.
როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, ქარხანაში ჩვეული სამუშაო პროცესი მიმდინარეობდა-დასაქმებულები მეორად ჯართს ჭრიდნენ. ამიაკის გაჟონვა ერთ-ერთი ბალონის გაჭრის შემდეგ მოხდა.
მეტალურგიული ქარხანა „ამბიკონ სტილსი” მეორადი ჯართის გადამუშავებით არის დაკავებული.
საწარმოში 300 ადამიანია დასაქმებული.
კომენტარები