მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ჩემი ქონება გაყიდეს აუქციონზე, ჩემი თხოვნაა, იპოთეკური სესხებით დაზარალებულები გამოდით ქუჩაში” (Video)

“ჩემი ქონება გაყიდეს აუქციონზე, ჩემი თხოვნაა, იპოთეკური სესხებით დაზარალებულები გამოდით ქუჩაში” (Video)

ქუთაისში მცხოვრებ მირიან ბერუჩაშვილს “თიბისი ბანკმა“ საოჯახო სასტუმრო გაუყიდა.

დაზარალებულის თქმით, პანდემიის გამო მან თანხის გადახდა ვერ შეძლო, რის გამოც მისი ქონება აუქციონზე გაიყიდა.

მირიან ბერუჩაშვილი საბანკო სესხებით დაზარალებულებს მოუწოდებს, რომ შაბათს 18:00 საათზე, ქუთაისის მერიასთან შეიკრიბნონ და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდონ.

“ქუთაისში მაქვს საოჯახო სასტუმრო, რომელიც იპოთეკით მქონდა დატვირთული, თუმცა პანდემიის გამო, არ იყო მუშაობა და ვერ გადავიხადე თანხა, რის გამოც “თიბისი ბანკმა“ ჩემი ქონება გაყიდა აუქციონზე. ჩემი თხოვნაა, ვინც ხართ იპოთეკური სესხებით დაზარალებულები, გამოდით ყველა ქუჩაში და დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით.

იძულებული ვარ სამშობლო დავტოვო, რადგან გადასახადებს ვეღარ ვიხდი, რაღაცით დაგვეხმარეთ. მთავრობას მივმართავ, რაღაც ინიციატივით მაინც გამოდით, გადავადება მაინც მოგვიხდინეთ, შუამდგომლობით. შაბათს, 6 საათზე ყველას მერიასთან გელოდებით”, – მირიან ბერუჩაშვილი.

კომენტარები