Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 8 455 ახალი შემთხვევიდან 1 438 იმერეთში დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე იმერეთში საავადმყოფოებში 894 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
მძიმე პაციენტია 326, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 31 ადამიანი.
დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარდა 36 918 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 8 455 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 18 206 პირი, გარდაიცვალა 41 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 22.9%
კომენტარები