მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისის მერიასთან უკრაინის მხარდამჭერი ერთკაციანი სოლიდარობის აქცია იმართება (Video)

ქუთაისის მერიასთან უკრაინის მხარდამჭერი ერთკაციანი სოლიდარობის აქცია იმართება (Video)

ქუთაისის მერიასთან უკრაინის მხარდამჭერი ერთკაციანი სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.

კინორეჟისორი მარი გულბიანი აცხადებს, რომ რუსეთმა ომი არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ზოგადად ევროპას გამოუცხადა.

“უკრაინაში დაიწყო ომი, მაგრამ ომი რუსეთმა დაიწყო ევროპასთან. დღეს დილიდან ვწერდი ჩემს უკრაინელ კოლეგებს, კინომატოგრაფისტებს, ზოგმა მიპასუხა, ზოგმა ვერც მიპასუხა, უმრავლესობა კი მეუბნება, რომ ძალიან ცუდი მდგომარეობაა. მე მათ ვუთხარი, რომ თუ ისინი მოახერხებენ საქართველოში ჩამოსვლას, არასოდეს არ ეგონოთ, რომ ხალხი მათ გვერდით არ დადგება. მთავრობა დუმს, ისინი ხმას არ იღებენ. ჩვენ ვალდებულები ვართ, ჩვენს მოძმე უკრაინას მხარი დავუჭიროთ. უკრაინასთან ომი საქართველოსთან ომია,”- აცხადებს კინორეჟისორი მარი გულბიანი.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია განახორციელა. თავდასხმას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სატელევიზიო მიმართვა. დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით. პარალელურად, რუსეთმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლებების დაბომბვა დაიწყო.

კომენტარები