მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერი მორიგი აქცია ჩაინიშნა

ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერი მორიგი აქცია ჩაინიშნა

ქუთაისში, უკრაინის მხარდამჭერი მორიგი აქცია ჩაინიშნა. მსახიობი ნოდარ მელაძე თანაქალაქელებს მოუწოდებს, რომ 18:00 საათზე ქუთაისში, დონეცკის ქუჩაზე შეიკრიბნონ და მეგობარ ქვეყანას სოლიდარობა გამოუცხადონ.

“დღეს უკრაინას, ჩვენს მეგობარ და მოძმე ერს ჩვენი გვერდით დგომა ჭირდება. მინდა, რომ სოლიდარობის ნიშნად, ქუთაისში, სიმბოლურად დონეცკის ქუჩაზე შევიკრიბოთ და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა გამოვუცხადოთ”, – ამბობს მსახიობი და აქციის ორგანიზატორი ნოდარ მელაძე.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში გუშინ უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

ფოტო: არჩილ გეგენავა

კომენტარები